Broadcom-ი VMware-ის პორტფელის განახლება წარადგინა კერძო AI ღრუბლოვანი გარემოების დაცვისა და დაჩქარების მიზნით

2026 წლის 4 ნოემბერს Broadcom-მა VMware-ის პორტფელის განახლებების სერია გამოაცხადა. ცვლილებები მოიცავს ახალ შესაძლებლობებს კერძო AI ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოების, მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობისა (Compliance) და მონაცემთა დაცვის მიმართულებით VMware Cloud Foundation (VCF) პლატფორმაში, Advanced Services პორტფელის გაფართოებასთან ერთად.

კერძო AI ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებები მოიცავს:

  • AI Infrastructure Quickstart — შექმნილია კერძო AI გარემოების პირველადი დანერგვის ავტომატიზაციისთვის;
  • Multi-tenant Model Sharing — წარმოდგენილი VCF 9.1.1 ვერსიაში, რაც რამდენიმე ბიზნეს-ერთეულს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გამოიყენოს ცენტრალიზებულად დანერგილი AI მოდელის ინფრასტრუქტურა, ამასთანავე ამცირებს GPU-ს მოთხოვნებსა და საოპერაციო ხარჯებს;
  • S3-თან თავსებადი ნატიური ობიექტური საცავი (Object Storage) AI-ისთვის, cloud-native აპლიკაციებისა და სარეზერვო კოპირების (backup) დატვირთვებისთვის, რაც დაგეგმილია VCF-ის შემდეგ რელიზში.

უსაფრთხოება, შესაბამისობა და მდგრადობა ასევე ძლიერდება VCF-ის ახალი ნატიური შესაძლებლობებით. მათ შორის არის ინფრასტრუქტურის ავტომატიზებული კონფიგურაცია და შესაბამისობის მართვა, აპარატურულ დონეზე დაფუძნებული Confidential Computing (გამოყენების პროცესში მყოფი მონაცემების დასაცავად), პოლიტიკაზე დაფუძნებული ქსელური კავშირი და enterprise-მასშტაბის კატასტროფებისგან აღდგენა (Disaster Recovery) VCF-სა და VMware vSphere Foundation (VVF)-ს შორის. ამ შესაძლებლობების ნაწილი დაგეგმილია VCF-ის მომდევნო რელიზში (ამჟამად პროგნოზირებულია FY27 წლის პირველ კვარტალში).

Broadcom-ი ასევე აფართოებს VCF Advanced Services პორტფელს სამი ახალი გადაწყვეტილებით:

  • VMware HyperArmor — უზრუნველყოფს ჰიპერვიზორის პროაქტიულ, რეალურ დროში დაცვას AI-ით დაჩქარებული საფრთხეებისგან, მათ შორის ვირტუალურ პაჩინგს (virtual patching), უსაფრთხოების კონტროლსა და მრავალფაქტორიან ავტორიზაციას (MFA).
  • VMware Live Recovery — აძლიერებს კიბერაღდგენის შესაძლებლობებს უსაფრთხო, იზოლირებული გარემოს უზრუნველყოფით, აჩქარებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დატვირთვების (mission-critical workloads) აღდგენას და იძლევა აღდგენის პროცესების ცენტრალიზებული მართვის საშუალებას.
  • VMware Compliance and Configuration Management — უზრუნველყოფს ვირტუალური მანქანებისა და კონტეინერებისთვის შესაბამისობის სტანდარტების მუდმივ კონტროლს (enforcement) და ავტომატიზებულ აღმოფხვრას (remediation), CIS, DISA და ინდივიდუალური უსაფრთხოების ბენჩმარკების მხარდაჭერით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა VMware vSphere Express – ხარჯეფექტური ვირტუალიზაციის გადაწყვეტილება შედარებით მცირე IT გარემოებისთვის (სულ 128 ბირთვამდე (cores) ყველა გარემოში). პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია და მოიცავს ისეთ საბაზისო ფუნქციონალს, როგორიცაა vMotion, High Availability, Distributed Switch, vCenter Quick Patch და Zero-Trust Security – TPM 2.0-ისა და vTPM 2.0-ის მხარდაჭერით.

ამ განახლებებით Broadcom-ი აგრძელებს VMware-ის, როგორც უსაფრთხო, ხარჯეფექტური და კარგად მართვადი კორპორატიული AI ინფრასტრუქტურის პლატფორმის გაძლიერებას, პარალელურად კი აფართოებს დაცვის, შესაბამისობისა და აღდგენის შესაძლებლობებს ვირტუალიზებულ გარემოებში.

შეიტყვეთ მეტი VMware-ის უახლესი შესაძლებლობებისა და განახლებების შესახებ.