VMware Cloud Foundation 9.1.1-ის გამოშვება

VMware Cloud Foundation 9.1.1-ის გამოსვლასთან ერთად, Broadcom აფართოებს თანამედროვე კერძო ღრუბლის მართვის შესაძლებლობებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს AI-ს, Kubernetes-ს, ავტომატიზაციასა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას.

ერთ-ერთი მთავარი სიახლეა “AI Assistant for VCF” — VCF Operations-ში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. ის ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს, ინფრასტრუქტურასთან ბუნებრივი ენით იურთიერთონ, რაც აჩქარებს დიაგნოსტიკას, პრობლემების ანალიზს და ოპერაციული ამოცანების შესრულებას. ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი ან შერჩეული LLM (დიდი ენობრივი მოდელები), მათ შორის Private AI Services-ის მეშვეობით დანერგილი მოდელები, რაც საშუალებას იძლევა AI გამოყენებულ იქნას უსაფრთხოებისა და მონაცემთა კონტროლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

არსებითად გაფართოვდა Kubernetes-ის მონიტორინგის შესაძლებლობებიც. OpenTelemetry-ის ინტეგრაციის წყალობით, VCF Operations უზრუნველყოფს VMware vSphere Kubernetes Service-ის მეტრიკების ნაკადოვან შეგროვებას ორ წამამდე ინტერვალით. ეს საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ხანმოკლე მოვლენები, წარმადობის პრობლემები და ცვლილებები დინამიურ კონტეინერულ გარემოებებში, რომლებიც შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს ტრადიციული მონიტორინგის დროს. დამატებით გაჩნდა Kubernetes-ის კლასტერების ცენტრალიზებული მონიტორინგისა და არსებული Grafana dashboards-ის იმპორტის შესაძლებლობები.

განახლება ასევე აძლიერებს იდენტიფიკაციის, სააღრიცხვო მონაცემებისა და სერტიფიკატების მართვას. Active Directory-სა და OpenLDAP-თან დინამიური ინტეგრაცია საშუალებას იძლევა, სისტემაში შესვლისას პირდაპირ შემოწმდეს მომხმარებლების აქტუალური წევრობა ჯგუფებში. გაფართოვდა ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტისთვის პაროლებისა და სერტიფიკატების სასიცოცხლო ციკლის ცენტრალიზებული მართვის შესაძლებლობები.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა ავტომატიზაცია. კონფიგურაციის 300-ზე მეტი პარამეტრი ხელმისაწვდომია პროგრამული მართვისთვის VMware Salt-ის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს კონფიგურაციის ერთიანი სტანდარტების შენარჩუნებას და ხელით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შემცირებას.

იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იწყებენ კერძო ღრუბლის განვითარებას ან მუშაობენ უფრო მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურასთან, VCF 9.1.1 სთავაზობს ახალ კომპაქტურ კონფიგურაციას, რომელიც გამოთვლით რესურსებზე მოთხოვნებს 40%-მდე ამცირებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@monttech.ge.

დამატებითი ინფორმაცია VMware Cloud Foundation 9.1.1-ის ახალი შესაძლებლობების შესახებ.