Kaspersky Vulnerability Management-ის გამოშვება
Kaspersky Laboratory-მ გამოაცხადა Kaspersky Vulnerability Management (Kaspersky VM) — მოწყვლადობების ცენტრალიზებული ძიებისა და მართვის, აგრეთვე მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის გადაწყვეტის გამოშვების შესახებ.
Kaspersky VM პოულობს ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურის სუსტ წერტილებს, აწესრიგებს მათ პრიორიტეტულობის მიხედვით რეალური რისკების გათვალისწინებით და კომპლექსური მიდგომის წყალობით საშუალებას იძლევა, ხარვეზები ინციდენტების დადგომამდე აღმოიფხვრას. გადაწყვეტა განკუთვნილია ნებისმიერი სფეროს კომპანიებისთვის, რომელთა ინფრასტრუქტურაშიც მინიმუმ 10 მოწყობილობა ფუნქციონირებს.
თავდამსხმელები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ახალი ხარვეზების მოსაძებნად, რის გამოც მათი რიცხვი მუდმივად იზრდება, ხოლო აღმოჩენასა და გამოყენებას შორის დრო მცირდება. ინფორმაციული უსაფრთხოების (Cybersecurity) გუნდებს ყოველთვის არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რომელი მოწყვლადობა აღმოფხვრან პირველ რიგში, ხოლო პატჩების დანერგვის ხანგრძლივი ციკლი კიბერშეტევების რისკს ზრდის. Kaspersky Vulnerability Management-ის გადაწყვეტა გეხმარებათ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში — ის არა მხოლოდ აფიქსირებს ხარვეზებს, არამედ მიუთითებს კიდეც, თუ რომელი მათგანია სასწრაფოდ მოსაგვარებელი.
- არ ტოვებს მოწყვლადობებს „მომავლისთვის“. Kaspersky VM მუდმივად ასკანირებს კომპანიის IT აქტივებს, ადგენს დავიწყებულ ან ადრე უცნობ მოწყობილობებს, აგრეთვე ამოწმებს მიმდინარე კონფიგურაციებს უსაფრთხოების სტანდარტებთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. გადაწყვეტა პოულობს და პრიორიტეტს ანიჭებს მოწყვლადობებს საფრთხეების ტენდენციებისა და მსგავსი ნაკლოვანებების გამოვლენის სიხშირის გათვალისწინებით კონკრეტულ სფეროში. ეს ეხმარება IT-უსაფრთხოების სპეციალისტებს, დაუყოვნებლივ განსაზღვრონ, რომელი ხარვეზები მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
- კომპლექსური მიდგომა. Kaspersky VM ინტეგრირებულია Kaspersky Security Center-ში IT სისტემებისა და უსაფრთხოების საშუალებების სამართავად მოწყვლადობების აღმოფხვრის მოდულით. გარდა ამისა, გადაწყვეტა ავტომატურად გადასცემს მონაცემებს აღმოჩენილი საფრთხეების შესახებ Kaspersky SIEM-ში, ხოლო ღია API-ის არსებობა საშუალებას იძლევა, ეს ინფორმაცია სხვა პროდუქტებსაც გაუზიაროს.
- აგენტური და ქსელური სკანირება. სხვა უპირატესობებს შორისაა პორტებისა და სერვისების ქსელური სკანირება, აგრეთვე აგენტური სკანირება, რომელიც მუშაობს სამუშაო სადგურებსა და სერვერებზე არსებულ Kaspersky-ის აგენტებზე დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებისა და სერვისული სააღრიცხვო მონაცემების გადაცემის გარეშე. გადაწყვეტა მხარს უჭერს blackbox/whitebox სკანირებას, რაც საშუალებას იძლევა მოწყვლადობები მოიძებნოს არა მხოლოდ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურის სრული ინფორმაციის არსებობისას, არამედ კომპანიის სისტემებზე წვდომის გარეშეც.
- ექსპერტიზა მოწყვლადობების ძიებაში. Kaspersky VM აყალიბებს ანგარიშს აღმოჩენილი საფრთხეების შესახებ, რომელიც გამდიდრებულია Kaspersky Laboratory-ის ექსპერტიზით: კომპანიის ცოდნის ბაზა შედგება 370 ათასზე მეტი გამოვლენილი მოწყვლადობისა და 600-ზე მეტი წესისგან IT აქტივების დარგობრივ სტანდარტებთან და შიდა კორპორატიულ იბ-წესებთან შესაბამისობის შესამოწმებლად..
პროდუქტის ლიცენზიები გაიცემა ერთ, ორ ან სამწლიანი გამოწერით (ლიცენზირება ხდება დამკვეთის ინფრასტრუქტურაში არსებული კვანძების რაოდენობის მიხედვით). დამკვეთებს შეუძლიათ აირჩიონ ტექნიკური მხარდაჭერის ორი ტიპი: Premium და Premium Plus, რომელთა პასუხის დროც ერთ საათზე ნაკლებია. მუშაობის დასაწყებად საკმარისია ლიცენზიის შეძენა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა თქვენს ინფრასტრუქტურაში.
უპირატესობები:
- ორგანიზაციის აქტივებისა და მოწყვლადობების გამჭვირვალობა და კონტროლი;
- რეაგირების ციკლის დაჩქარება და მოწყვლადობების აღმოფხვრის საშუალო დროის შემცირება;
- მარეგულირებელ და დარგობრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობის რისკების შემცირება;
- ნატივური (მშობლიური) ინტეგრაცია Kaspersky Endpoint Security პროდუქტებთან;
- იბ-გუნდების ეფექტიანობის გაზრდა - ნაკლები ხელით შესასრულებელი სამუშაო, მეტი ავტომატიზაცია.
გაიგეთ მეტი გადაწყვეტის გვერდებზე:
Kaspersky Laboratory-ის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული შეკითხვებით გთხოვთ მიმართოთ მისამართზე: info@monttech.ge.