Microsoft-მა გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად წყვეტს SharePoint Online-ისა და OneDrive for Business-ის ცალკეული (standalone) გეგმების მიწოდებას
კონკრეტულად, გაუქმდება შემდეგი გეგმები: SharePoint Online Plan 1 და Plan 2, OneDrive for Business Plan 1 და Plan 2.
მომავალში ეს სერვისები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Microsoft 365-ის გამოწერის ფარგლებში.
რა იცვლება და როდის
- 2026 წლის 1 ივნისს, Microsoft შეწყვეტს SharePoint Online-ისა და OneDrive for Business-ის ცალკე გეგმების გაყიდვას. ამ ეტაპზე არსებული გამოწერების განახლება კვლავ შესაძლებელი იქნება.
- 2027 წლის იანვრიდან, გამოწერების განახლება აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
- 2029 წლის დეკემბერიდან, აღნიშნული გეგმები სრულად გაუქმდება და აღარ იქნება მხარდაჭერილი.
რას ნიშნავს ეს პარტნიორებისთვის
პარტნიორებს ვურჩევთ წინასწარ გადახედონ თავიანთ კლიენტთა ბაზას და განსაზღვრონ ის მომხმარებლები, რომლებიც ამჟამად იყენებენ აღნიშნულ გეგმებს. მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს მათი გადასვლის დაგეგმვა ალტერნატიულ ვარიანტებზე, როგორიცაა:
- Microsoft 365 Business გეგმები
- Enterprise გეგმები, როგორიცაა E3 ან E5
- დამატებითი storage add-ons, თუ საჭიროა უფრო დიდი საცავის მოცულობა
თუ გჭირდებათ დახმარება შესაბამისი ვარიანტის შერჩევაში ან მიგრაციის დაგეგმვაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს მენეჯერს.